გაგრძელება

JEEP® GRAND CHEROKEE

ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი ყველგანმავალი

JEEP® GRAND CHEROKEE

ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი ყველგანმავალი

ჭკვიანი 8 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი

მაქსიმალური ეკონომია, საჭის ელ. გამაძლიერებელი და 3 შესაძლო რეჟიმი: Sport, Normal, Comfort. 3.0ლ Multijet II და 3.6ლ Pentastar მოდელებს სტანდარტულ აღჭურვაში აქვთ ძრავის Stop – Start ფუნქცია.

ECO MODE

Eco Mode გეხმარებათ გააუმჯობესოთ საწვავის ეკონომია. აღმართზე ასვლისას ავტომატურად აქტიურდება Quadra-Lift® სისტემა და რთავს დადაბლების რეჟიმს როდესაც სიჩქარე აჭარბებს 88 კმ/სთ-ს. 4WD მოდელებში, სისტემა ავტომატურად ანაწილებს ბრუნებს წინა და უკანა საბურავებზე მაქსიმალური მოჭიდების შესანარჩუნებლად, რაც ზოგავს საწვავის მოხმარებას.

SELEC-TERRAIN® მოჭიდების კოტროლი

Jeep® ის მოჭიდების კონტროლის სისტემა მოიცავს სხვადასხვა ზედაპირზე მოძრაობის 5 რეჟიმს. ამავდროულად მოჭიდების კონტროლს ახორციელებს Quadra-Trac II® და Quadra-Drive® II 4WD სისტემები. დამატებით შესაძლებელია Quadra-Lift® დაკიდების სისტემის შეკვეთა სიმაღლის რეგულირების რეჟიმებით.

QUADRA-LIFT® სისტემა

რევოლუციური QUADRA-LIFT სისტემა გაძლევთ საშუალებას აკონტროლოთ დაკიდება და მაქსიმალურად გაზარდოთ დაშორება სამოძრაო ზედაპირიდან. კლირენსი შეიძლება გაიზარდოს 275 მმ-მდე, რაც 55 მმ-ით აღემატება ნორმალურ სიმაღლეს. ასევე შეგიძლიათ მისი დადაბლება 40მმ-ით, რაც საშუალებას გაძლევთ მარტივად დატვირთოთ საბარგო ნაწილი.

აირჩიე 4X4 სისტემა

• Quadra-Trac II® გთავაზობთ ნებისმიერ სიჩქარეზე მოჭიდების მაქსიმალურ კონტროლს, რაც გეხმარებათ შეინარჩუნოთ სწორი კურსი. როდესაც მოჭიდება არ ხდება რომელიმე თვალზე, დატვირთვა ავტომატურად გადადის იმ ხიდზე, რომელზეც მეტი მოჭიდებაა. დადაბლების რეჟიმი გეხმარებათ უგზოობის პირობებში მოძრაობისას.
• Quadra-Drive® II დიფერენციალის ელექტრონული ბლოკირებით სისტემას გადააქვს ბრუნების 100%  ხიდის იმ საბურავზე, რომელზეც მოჭიდება მეტია, რაც გეხმარებათ მართოთ ავტომობილი როგორც სველ ასევე მშრალ ზედაპირზე და უგზოობის პირობებში მოძრაობისას.

გჭირდებათ დახმარება? მოგვწერეთ