ახალი ამბები

შეუერთდით JEEP®-ის დიდებული ბრენდის დიდ ოჯახს

23 July 2015

Jeep-ის მფლობელები და ოფროუდის მოყვარულები უკვე უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ შეხედულებებსა და სურათებს, რომლებიც ამერიკის გაუვალ გზებზე გადაიღეს Jeep Badge of Honor-ის აპლიკაციის მეშვეობით. ეს ოფიციალური ონალინ საზოგადოება და მობილური აპლიკაცია აკავშირებს ერთმანეთთან Jeep-ის მოყვარულებს.

დაწყება ძალიან მარტივია-უბრალოდ გადმოწერეთ აპლიკაცია, დარეგისტრირდით, შედით სისტემაში და თქვენ შეძლებთ ატვირთოთ და გააზიაროთ თქვენი სურათები და რჩევები ოფროუდ გზებთან დაკავშირებით. როდესაც თქვენ დაამკტიცებთ, რომ ნამდვილად ხართ ოფროუდის ექსპერტი, ჩვენ გამოგიგზავნით თქვენ სპეციალურ ემბლემას, რათა ყველამ იხილოს როგორი Trail Rated® ხართ.

Jeep Badge of Honor-ის გაშვების დღიდან ეს საზოგადოება სულ უფრო და უფრო იზრდება რაოდენობრივად. იგი უკვე მოიცავს 44 გაუვალ გზას. თითოეული მათგანი შეფასებულია სირთულის მიხედვით და მოიცავს რუკებს, უგზოობის ინფორმაციას და სურათებს გაერთიანების იმ წევრებისგან, რომლებმაც დალაშქრეს ეს გზები და დაბრუნდნენ რომ მოეყოლათ მათზე ისტორია.

როდესაც დარეგისტრირდები, მოივლი გზებს და ატვირთავ სურათებს, შენ გადმოგეცემა თრეილ ქულები და სტატუსი გაერთიანებაში. რაც უფრო მეტ გზას გადალახავ და რაც უფრო გატალახიანდები შენს Jeep-თან ერთად და რაც უფრო მეტ სურათს ატვირთავ, მით უფრო ახლოს იქნები რომ მიიღო თრეილ ექსპერტის სტატუსი ოფროუდის ონლაინ საზოგადოებაში.
ეს სტატუსი შენ რეალურ ცხოვრებაშიც გექნება. თითოეული გაუვალი გზა შენ გაძლევს სპეციალურ ემბლემას და შენ გაქვს შანსი შეაგროვო ეს ემბლემები და დაამშვენო შენი Jeep. შენ უბრალოდ უნდა დაარეგისტრირო შენი ავტომობილი მისი 17 ნიშნა VIN კოდის მეშვეობით და დაარეგისტრირე გაუვალ გზებზე, როდესაც შენი რეგისტრაცია დადასტურდება, ჩენ დავიწყებთ შენი Jeep-თვის ემბლემების გამოგზავნას.

როდესაც დარეგისტრირდები Badge of Honor საზოგადოებაში და სმარტფონის აპლიკაციაში, არ დაგავიწყდეს შეამოწმო ოფროუდი 101 სექცია. ამ სექციაში შენ ნახავ რჩევებს ოფროუდინგთან დაკავშირებით, მათ შორის საბაზისო ინფორმაციას, უსაფრთხოების ზომების შესახებ ინფორმაციას, ჯიპის მარკის ავტომობილის მართვის გიდებს სხვადასხვა ზედაპირზე. გაეცანი საბაზო ინფორმაციებს და დაიწყე შენი პირველი თავგადასავლის დაგეგმვა. შეუერთდი საზოგადოებას და მიიღე შენი დამსახურებული ემბლემა Jeep-ის ავტომობილისთვის.

 უახლესი ინფორმაცია ჯიპის შესახებ