გაგრძელება

ახალი ამბები

JEEP® მიდის კისტოუნის შტატში ბენთემის ფესტივალზე

24 June 2015

და ისევ მოვიდა ის დრო, ივნისი, როდესაც Jeep მიემგზავრება ბათლერში, ბენთემის Jeep ფესტივალზე. ოფროუდის მოყვარულების ყოველწლიურმა შეკრებამ, ერთად მოუყარა თავი 20,000 ადამიანს 34 შტატიდან, კანადიდან და ჰოლანდიიდანაც კი, 1200 ჯიპის მარკის ავტომობილს, რომლებმაც დაიპყრეს ქუჩები და შემდეგ ადგილობრივი გაუვალი გზები.

ამ წლის ბენთემის ფესტივალის ერთერთი ყველაზე პოპულარული ივენთი იყო Bantam Jeep Muddy 5k შეჯიბრი, რომელმაც ოფროუდის სული გადაიტანა ტალახში ფეხით სირბილში. 200-მდე მონაწილე დაძვრებოდა ბორბლებში, ჯიპის ავტომობილების ქვეშ, ადიოდა აღმართებზე და ლაშქრავდა ტალახიან გზებს. 2015 წლის ბენთემის ფესტივალი აგრეთვე მოიცავდა ოფროუდ ტურებს, დიდ ბარბექიუს, ჯიპის ისტორიის გამოფენას და შოუს ბავშვებისთვის.

თუმცა ფესტივალზე მხოლოდ გართობა და თამაშები არ ყოფილა. საქმეც იყო გასაკეთებელი. ამ წლის ბენთემის ფესტივალზე იყო მცდელობა გაეუმჯობესებინათ გინესის რეკორდი ერთად თავმოყრილ ჯიპის ბრენდის ავტომობილების რაოდენობისა, რომელიც არაოფიციალურად იყო 2,400. ამ რეკორდის მოხსნის მცდელობისას ბენთემის ფესტივალმა იხილა ჯიპის ყველა წლის ყველა მოდელი. ოფიციალური ინფორმაცია რეკორდის შესახებ გვიან ზაფხულს იქნება ცნობილი.

ამ წლის ბენთემის ფესტივალი იყო მშვენიერი გასართობი ადგილი მთელი ოჯახისთვის. როგორც ფესტივალის დირექტორი, პეტი ჯო ლამბერტი ამბობს „ჯიპის მფლობელები არიან ყველაზე მხიარული ხალხი ვისაც კი ვიცნობ. მათ ძალიან უყვართ თავიანთი ავტომობილები და ამაყები არიან როცა ამას აჩვენებენ. მათ ასევე უყვართ დახმარების ხელის გაწვდა მათთვის, ვისაც ეს ჭირდება, რომ მოიზიდონ ახალი ხალხი მათ სპორტში. ჩვენი ფესტივალის კომიტეტი შედგება 30 მოხალისისგან, რომლებიც ერთად მუშაობენ თითქმის მთელი წლის განმავლობაში და გეგმავენ მომდევნო წლის ივენთს. მათი სწრაფვა და მონდომება რომ წარმატებულად შექმნან და ჩაატარონ ივენთი ნამდვილად იწვევს ჩემს გაოცებას.“

გჭირდებათ დახმარება? მოგვწერეთ