გაგრძელება


ბრენდი

Jeep®  ბრენდის  ისტორია

1940 წლის ივლისში  ამერიკის შეერთებული შტატების  თავდაცვის  სამინისტრომ  განუცხადა  ავტომწარმოებლებს, რომ  მათ ესაჭიროებოდათ სამხედრო დანიშნულების მსუბუქი ავტომობილი  ,რომელიც  ჩაანაცვლებდა სამხედრო  მოტოციკლებს და  მოდიფიცირებულ  FORD MODEL-T დასახელების ავტომობილებს  . ტენდერში  მონაწილეობის მისაღებად 135 კომპანია იყო მიწვეული.

ტექნიკური პარამეტრების  გრძელი სია, რომლითაც  ავტომობილები უნდა ყოფილიყო აღჭურვილი მოიცავდა შემდეგ  მოთხოვნებს:

 

  • ტვირთამწეობა 272 კგ
  • საბურავის ბაზა არაუმეტეს 190 სმ
  • სიმაღლე არაუმეტეს 91 სმ
  • დაბალხმაურიანი ძრავი, რომელიც ავითარებს სიჩქარეს 4 – 80 კმ/სთ-მდე
  • სწორკუთხოვანი ძარა
  • სრული ამძრაობა და ორსაფეხურიანი გამანაწილებელი კოლოფი
  • კეცვადი საქარე მინა
  • სამი ერთადგილიანი სავარძელი
  • დამუქებული ფარები
  • ავტომობილის სრული მასა არ უნდა აღემატებოდეს 590 კგ-ს

 

თავდაპირველად  მათ მხოლოდ ორი კომპანია გამოეხმაურა  WILLYS-OVERLAND AMERICAN და BANTAM CAR MANUFACTURING COMPANY. შემდეგ მონაწილეებს დამატებით შეურთდა მესამე კომპანია  FORD MOTOR COMPANY.  აღნიშნულ  სამ კომპანიას შორის  დაიწყო   კონკურენცია მომგებიან სახელმწიფო კონტრაქტთან დაკავშირებით. თითოეულმა ავტომწარმოებელმა რეკორდულ დროში  დაამზადა საცდელი პროტოტიპი. კომპანია BANTAM-ის მთავარმა ინჟინერმა და  სხვა  ხელმძღვანელებმა  ავტომობილის კონსტრუქცია 49 დღეში შეიმუშავეს. კომპანია WILLYS-OVERLAND-ის ვიცე პრეზიდენტმა  წარმოადგინა ავტომობილი WILLYS QUAD,  ხოლო FORD-მა დააპროექტა ავტომობილი MODEL GP.

მონაწილეებმა თავისი შექმნილი პროტოტიპები სახელმწიფოს 1940 წლის ზაფხულში წარუდგინა, კომპანიებმა მოიპოვეს თანხმობა ეწარმოებინათ 70 ერთეული სატესტო ავტომობილი. თავდაცვის სამინისტრომ პირველი პარტია 1940 წლის ნოემბერში ჩაიბარა. ავტომობილების გადაცემა მერილენდის შტატის ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე განხორციელდა. სამივე კომპანიის ავტომობილის წონა აღემატებოდა მოთხოვნილ 590 კგ-ს, თუმცა დამკვეთმა მალევე გააცნობიერა, რომ 590 კგ წონა ავტომობილისთვის ზედმეტად მსუბუქი იქნებოდა და შემდგომი წარმოებისთვის გაზარდეს ავტომობილის წონის ზღვარი.

1941 წლის მარტში თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმდა ახალი ხელშეკრულება ავტომობილების შესყიდვასთან დაკავშირებით:

კომპანია Bantam-ს  უნდა ეწარმოებინა  1500  ერთთეული  40 BRC, Ford-ს 1500 მოდიფიცირებული და გაუმჯობესბული GP, ხოლო Willys-ს 1500 Quad. შემდგომი ტესტირებების შედეგად სახელმწიფომ არჩევანი Willys-ზე გააკეთა და შემდგომი დაკვეთები ამ კომპანიასთან გააგრძელა.

Bantam-ისა და Ford GP  ავტომობილების უმეტესი  ნაწილი ლენდ-ლიზას პროგრამით დიდ ბრიტანეთში და რუსეთში იქნა გაგზავნილი.

 

WILLYS MA/MB

WILLYS QUAD  მოდელს თავდაპირველად MA-ს უწოდებდნენ, ხოლო მოგვიანებით    MB-ს.  მოგვიანებით სამხედრო განყოფილებებში და მთელს  მსოფლიოში აღნიშნული ავტომობილები ცნობილი  გახდა Jeep® -ს სახელით.

ზოგი ამტკიცებდა, რომ   სახელწოდება Jeep®   წარმოიშვა აბრევიატურა  GP-დან „GENERAL  PURPOSE”, რაც „საერთო დანიშნულება“-ს ნიშნავს, სხვები ამბობდენენ, რომ ავტომობილს სახელი დაერქვა ცნობილი კომიქსების გმირის იუჯინ ჯიპის საპატივცემულოდ. როგორიც არ უნდა ყოფილიყო მისი წარმოშობის ისტორია, Jeep-მა სახელი მთელს მსოფლიოში დაიმკვიდრა.

 

WILLYS MA ავტომობილში გადაცემათა კოლოფის ღერძი  განთავსებული  იყო  საჭის სვეტზე, ინსტრუმენტების პანელზე ორი მრგვალი ფორმის ციფერბლატი იყო გამოსახული.

WILLYS-ის მიერ მიწოდებული ავტომობილების წონამ დადგენილ მოთხოვნას მხოლოდ  181 კილოგრამით გადააჭარბა. შესაბამისად კომპანია WILLYS-მა გარკვეული კომპონენტების ამოღებით შეძლო წონის შემცირება.

სახელმწმიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე კომპანია WILLYS-OVERLAND-მა დაამზადა 368’000 ავტომობილზე მეტი, ხოლო კომპანია FORD-მა  დაახლოებით 277’000 ერთეული.

ხაკისფერი და რუხი შეფერილობის მყარი და საიმედო ავტომობილები სამუდამოდ დარჩნენ ისტორიაში მეორე მსოფლიო ომის  გამარჯვებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის.

კომპანია WILLYS-მა  გადაწყვიტა გამოეყენებინდა სახელწოდება  Jeep –  როგორც სამარკო ნიშანი და სამხედრო დანიშნულების ავტომობილები სამოქალაქო მოხმარების ავტომობილებად გადააკეთა, რითაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა  – როგორც ლეგენდარული ყველგანმავლების შემქმნელმა.

 

 

Jeep-ის  სამოქალაქო  ავტომობილების  ზოგადი მიმოხილვა

Jeep CJ-2A:1945-1949

Jeep-ის პირველი სამოქალაქო მოდელი CJ-2A 1945 წელს აიწყო. ავტომობილი აღჭურვილი იყო საბარგულის განყოფილების კარით, სათადარიგო საბურავით – რომელიც უკან იყო მიმაგრებული,  გადიდებული ფარებით, საწვავის ავზის გარე ხუფით და სხვა ისეთი კომპონენტებით, რაც არ გააჩნდა მის წინამორბედ სამხედრო ვერსიას. CJ-2A მოდელის ზოგიერთი აგრეგატი მაგალითად 2195 სმ³ მოცულობის  I-4 ძრავი, T-90A გადაცემათა კოლოფი, Spicer 18 გამანაწილებელი კოლოფი, Dana 25 წინა ხიდი და Dana 23-2 უკანა ხიდი, აღნიშნული კომპონენტები გამოიყენებოდა Jeep-ის შემდეგ მოდელებშიც.

 

Jeep Jeepster: 1948–1951 

Jeepster გახდა უკანასკნელი ავტომობილი ფაეტონის ძარით , რომელიც ამერიკელმა ავტომწარმოებლებმა გამოუშვეს. თავდაპირველად Jeepster-ში  გამოიყენებოდა Go-Devil-ის  2638 სმ³ მოცულობის 6 ცილინდრიანი Hurricane-ის ძრავი.

 

Jeep CJ-3A: 1949–1953

1948 წელს წარმოდგენილი მოედელი CJ-3A  ძალიან ჰგავდა მის წინამორბედ მოდელს თუმცა განსხვავდებოდა საქარე მინით და უფრო მტკიცე უკანა ხიდით.

 

Jeep CJ-3B: 1953–1968

1953 წელს CJ სამოდელო რიგი  მთლიანად განახლდა. მოდელი CJ-3B გამოდიოდა 1968 წლამდე და ამერიკის ტერიტორიაზე სულ 155’494 ერთეული იქნა გაყიდული. 1953 წელს ჰენრი კაიზერმა იყიდა კომპანია Willys-Overland 60 მილიონ აშშ დოლარად.

 

Jeep CJ-5: 1955–1983

1955 წელს კაიზერმა წარმოადგინა მოდელი CJ-5, რომელიც M-38A1 მოდელის ბაზაზე იყო შექმნილი და გამოიყენებოდა კორეის ომში 1955 წელს. მისი გაბარიტული ზომები CJ-3B-სთან შედარებით უფრო მეტი იყო. თანამედროვე ძრავის, ხიდების, გადაცემათა კოლოფის და კომფორტული სავარძლების დამსახურებით მოდელი CJ-5 გახდა იდეალური უგზოობის  ავტომობილი  და მოთხოვნა მასზე საგრძნობლად გაიზარდა. 30 წლის მანძილზე 600’000 ერთეულზე მეტი CJ-5 აწარმოა ქარხანამ.

 

 

Jeep CJ-6: 1956–1975 

შემდეგი პოპულარული მოდელი CJ-6  50 სმ-ით გრძელ საბურავების ბაზაზე იყო შექმნილი ვიდრე CJ-5. 1956 წელს Jeep-ის CJ სამოდელო რიგს დაემატა სატვირთო ავტომობილები. CJ-5 და CJ-6  მოდელები აღჭურვილი იყო გაცილებით მტკიცე ხიდებით და AMC-ს გაძლიერებული მუხრუჭებით. 1965 წელს წარმოდგენილი იყო ახალი 6 ცილინდრიანი ძრავი – Dauntless,  რომელიც 155 ცხენის  ძალას გამოიმუშავებდა, რაც 4 ცილინდრიან ძრავასთან შედარებით ორჯერ უფრო მძლავრი იყო. 1973 წელს Jeep-ის ყველა CJ  მოდელი დაკომპლექტდა AMC-ს 8 ცილინდრიანი 4981 ან  5899 სმ³ მოცულობის ძრავებით.

 

Jeep Pickup: 1947–1965 

პიკაპი 299 სმ საბურავების ბაზით გახდა კომპანია Willys Overland-ის სიახლე  რომელმაც Jeep-ის სამოდელო რიგი უფრო მრავალფეროვანი გახადა.

 

(Jeep) Willys Wagon: 1946–1965 

უნივერსალი, საბურავების ბაზით 265 სმ, დიდი ხნის მანძილზე რჩებოდა ყველაზე პოპულარულ  მოდელად Jeep-ის თაყვანისმცემლებში. 1949 წლიდან აღნიშნულ მოდელს უშვებდნენ სრული ამძრაობით.

 

Jeep Pickup  FC 150/170: 1957–1965 

Forward-Control სერიის Jeep-ის მარკის ავტომობილები წარმოადგენდნენ უნივერსალურ სატვირთო მოდელებს. FC 150-ის საბურავების ბაზა შეადგენდა 205 სმ-ს ხოლო FC-ს ბაზა 170-262 სმ-ს.  წარმოების მთელ პერიოდზე რამდენიმე ცვლილება განახორციელა ქარხანამ აღნიშნულ მოდელებში.

 

Jeep Wagoneer:  1963–1983

Jeep Wagoneer ბაზარზე გამოჩნდა 1963 წელს და გახდა პირველი სრული ამძრაობის ავტომობილი ავტომატური გადაცემათა კოლოფით. სწორედ ეს მოდელი გახდა თანამედროვე SUV კლასის პირველი წარმომადგენელი. შეკვეთით ხდებოდა ავტომობილის აღჭურვა დამოუკიდებელი წინა დაკიდების სისტემით.  1973 წელს ბრენდმა წარმოადგინა პირველი სრული ამძრაობის სისტემა Quadra-Trac®, რომლითაც აღჭურვილი იყო Jeep-ის  სატვირთო  და უნივერსალი მოდელები.

 

Jeep Gladiator/J-Series: 1963–1987 

Gladiator-ის წარდგენა 1963 წელს მოხდა, მოდელი ბევრი დეტალით ჰგავდა Wagoneer-ს. J-200-ის საბურავების ბაზა შეადგენდა 304 სმ-ს ხოლო J-300 მოდელის 320 სმ-ს.

 

Jeep Commando: 1967–1973 

256 სმ საბურავის ბაზის მქონდე ავტომობილი აღჭურვილი იყო 6 ცილინდრიანი Dauntless-ის ძრავით. Dana 27 და Dana 44 წინა და უკანა ხიდებით. 1971 წელს დაახლოებით 100 ერთეული Commando Hurst Special გამოუშვა ქარხანამ. აღნიშნული ვერსია გახდა ყველაზე იშვიათი და სასურველი  ავტომობილი Jeep -ის კოლექციონერებისთვის.

 

Jeep Cherokee (SJ):  1974–1983

ორკარიანი მოდელის Jeep Cherokee -ის მომხმარებელთა  აუდიტორია გაცილებით ახალგაზრდა თაობას წარმოადგენდა ვიდრე Wagoneer-ის. მოდელი შეიქმნა მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით. Wagoneer-თან შედარებით Cherokee ბაზარზე პოზიციონირებდა როგორც მეტი უგზოობის ფუნქციის მქონე ავტომობილი.

 

Jeep CJ-7: 1976–1986

1976 წელს კომოპანია AMC-მ  წარმოადგინა მოდელი CJ-7, რომლის დიზაინი კარდინალურად განსხვავდებოდა Jeep-ის სხვა მოდელებისგან. მისი საბურავების ბაზა გაცილებით გრძელი იყო ვიდრე CJ-5-ის და თავდაპირველად მოდელი აღჭურვილი იყო მეტალის კარებებით. მასზე გაძლიერებული მოთხოვნის გამო კომპანია AMC-მ შეწყვიტა CJ-5-ის გამოშვება და გაზარდა CJ-7-ის წარმოების მოცულობა.

 

Jeep CJ-8 Scrambler: 1981-1985

1981 წელს წარმოდგენილი Jeep Scrambler CJ-7-ის იდენტური ვერსია იყო, თუმცა  საბურავების ბაზა შედარებით განსხვავდებოდა. მთელს მსოფლიოში მას იცნობდნენ CJ-8 სახელწოდებით. ავტომობილი იწარმოებოდა მყარი და რბილი/ტენტის სახურავით. ქარხანამ სრული წარმოების პერიოდზე სულ 30’000 ერთეული გამოუშვა და დღეის მდგომარეობით Scrambler ძალიან პოპულარულია ავტომობილების კოლექციონერებს შორის.

 

Jeep Grand Wagoneer:  1984–1991 

Grand Wagoneer-ის გამოჩენა მსოფლიო ასპარეზზე გახდა მდიდრული SUV კატეგორიის ავტომობილების ეპოქის დასაწყისი. აღნიშნული მოდელის აღჭურვილობაში შედიოდა ისეთი ფუნქციები, რომელიც მანამდე წარმოუდგენელი იყო ავტომობილის ფუნქციონალში: ტყავის სავარძლები, ჰაერის გაგრილების სისტემა, აუდიო სისტემა AM/FM/CB,  დამატებითი ხმის იზოლაცია და ექსტერიერის ხის ჩანართები. Grand Wagoneer 6 ცილინდრიანი 5,9 ლ მოცულობის ძრავით იმ დროისთვის სხვა მოდელებისგან განსაკუთრებულად გამოირჩეოდა.

 

Jeep Cherokee (XJ): 1984–2001

Jeep-ის პირველი ავტომობილი რომელიც სრულად კომპანია AMC-მ შექმნა. XJ მოდელს ჰქონდა ახალი Quadra-Link წინა დაკიდების სისტემა, გაუმჯობესებული მართვადობა და სავალი  ნაწილები. Cherokee-ს წინა ვერსიასთან შედარებით XJ 500 კგ-ით მსუბუქი იყო.  SelecTrac და CommandTrac  სისტემების დამსახურებით მოდელი გახდა ლიდერი თავის სეგმენტში.

 

 

Jeep Wrangler (YJ): 1987–1996 

1983 წელს ბაზრისთვის მთავარ მოთხოვნად რჩებოდა პრაქტიკულობა  ავტომობილში. მომხმარებლები დიდ ყურადღებას აქცევდნენ  კომფორტს. 1987 წელს ბაზარზე გამოჩნდა ახალი Jeep Wrangler YJ, რომელიც ქარხანამ წარმოების პერიოდში სულ 630’000 ერთეული გამოუშვა.

1987 წლის 5 აგვისტოს Chrysler Corporation-მა შეიძინა კომპანია American Motors Corporation, გარიგების შედეგად  Jeep გახდა Chrysler-ის ნაწილი.

 

Jeep Comanche (MJ): 1986–1992 

აღნიშნული მოდელი შეიქმნა Cherokee ბაზაზე და აღჭურვაც Cherokee-ის მსგავსი ქონდა. მის შემდგომ თაობებში გამოიყენებოდა  სრული ამძრაობის სისტემები Selec-Trac® და Command-Trac.

 

Jeep Grand Cherokee (ZJ/WJ): 1993–2004 

1992 წლის 7 იანვარს  ქარხანამ  პომპეზურად წარმოადგინა Grand Cherokee დეტროიტში, ამერიკის საერთაშორისო  ავტოგამოფენაზე.  Grand Cherokee იყო პირველი SUV, რომელიც აჭღურვეს მძღოლის უსაფრთხოების ბალიშით. ამ მოდელმა დააწესა ახალი სტანდარტები მთელი SUV სეგმენტისთვის – მანევრირებაში, კომფორტსა თუ უსაფრთხოებაში.

 

Jeep Wrangler (TJ): 1997–2006 

1997 წლის Jeep Wrangler ვიზუალურად ძალიან ჰგავდა CJ-7-ს. ამ ავტომობილისთვის სპეციალურად შეიქმნა დიზაინი რეტრო სტილში, თუმცა მისი კონსტრუქცია მთლიანად განახლდა. მას აღჭურვაში ჰქონდა მძღოლისა და მგზავრის უსაფრთხოების ბალიშები. ავტომობილს სურვილის შემთხვევაში ეხსნებოდა კარი, ჭერი და ხდებოდა მისი რეკონსტრუქცია.  ასევე კომპლექტაციაში იყო სპორტული დუგები.

2003 წელს გამოვიდა Jeep Wrangler Rubicon ვერსია. Dana 44  წინა და უკანა ხიდებით, ბლოკირების ღილაკით,  დადაბლების რეჟიმით და სხვა მრავლი ფუნქციით, რაც წინა მოდელებში არ იყო ხელმისაწვდომი.

2004 წელს  ქარხანამ წარმოადგინა  Jeep Wrangler Unlimited  ვერსია და მომხმარებელს მეტი სივრცე, უნივერსალურობა და კომფორტი შესთავაზა.

 

Jeep Grand Cherokee (WK): 2005–2010 

სრულიად განახლებული კონსტრუქციის ახალი მოდელი აღჭურვილი იყო 5,7 ლ მოცულობის 8 ცილინდრიანი HEMI®-ს ძრავით.

 

Jeep Wrangler и Wrangler Unlimited (JK): 2007- ამ დრომდე

JK სერიის მოდელების პლატფორმა წარმატებული გამოდგა. ის გამოირჩევა  სრულიად ახალი დიზაინით, სალონით, ძრავით, ფუნქციებით, უსაფრთხოების ახალი სტანდარტებით და კომფორტით.  ტექნოლოგიური გაუმჯობესების წყალობით ავტომობილი გახდა გაცილებით ეკონომიური, მძლავრი და უსაფრთხო. თანამედროვე Wrangler გამოირჩევა ეკონომიურობით, სანდოობით, შეუპოვრობით, რაც ქმნის დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს მართვის პროცესში.

 

Jeep Grand Cherokee (WK): 2011- ამ დრომდე

სრულიად განახლებული Grand Cherokee ქარხანამ 2011 წელს წარმოადგინა. ამ დრომდე გაყიდულმა რაოდენობამ გადააჭრბა 4 მილიონ ერთეულს. მისი კონსტრუქცია უზრუნველყოფს იდეალურ თანხვედრას კომფორტსა და გამავლობაში. Grand Cherokee გახდა ყველაზე ტიტულოვანი SUV ავტოწარმოების ისტორიაში.

 

Jeep- ის ბრენდის შესახებ

Jeep-ის ბრენდი მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილებით ქმნის  კლასში საუკეთესო ყველგანმავალებს თავისუფლებისა და მოგზაურობის მოყვარული ადამიანებისთვის. Jeep-ის მართვით ხდები უფრო თავდაჯერებული, გაბედული და დაცული ნებისმიერ მოგზაურობაში.

 

 

 

 

 

 

გჭირდებათ დახმარება? მოგვწერეთ