Continue

JEEP® CHEROKEE

JEEP® CHEROKEE

გლუვი და კომფორტული მოძრაობა

Jeep® Cherokee ხასიათდება წინა და უკანა დამოუკიდებელი დაკიდების სისტემით, რაც უზრუნველყოფს დინამიურ გადაადგილებას. სიჩქარეზე მგრძნობიარე ელექტრონული საჭე ავტომატურად ტრანსფორმირდება სპორტულ რეჟიმზე, ასევე ავტომატურად ძლიერდება მანევრირება პარკინგის დროს.

9 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი

Jeep® Cherokee აღჭურვილია 9 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით და 2.4L MultiAir® II Tigershark® I4 ძრავით, გადის 787კმ-ს სრული საწვავის ავზით. კლასში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს საწვავის ეფექტურობის კუთხით. უკანა ხიდის გამორთვით უზრუნველყოფს საწვავის ეკონომიურ მოხმარებას და ამასთანავე ინარჩუნებს 4×4 პერფორმანსს.

ტექნოლოგია ზოგავს საწვავს და ამცირებს გამონაბოლქვს

სტანდარტულად 2015 წლის მოდელები აღჭურვილია 3.2L Pentastar® 6 ცილინდრიანი ძრავით. Stop-Start ტექნოლოგია უზრუნვეყოფს დაბალ CO2 – ის ემისიას და აუმჯობესებს საწვავის 9%-ით ეკონომიურ მოხმარებას  წინა მოდელებისგან განსხვავებით, სისტემა ავტომატურად ამცირებს საწვავის მიწოდებას, როდესაც ავტომობილი ამუხრუჭებს. 9 სიჩქარიანი ავტომატური კოლოფი 6 ცილინდრიანი ძრავით ხასიათდება 271 ცხენის ძალით (324ნმ), ჩაბმის შესაძლებლობა კი 2041კგ Trailer Tow Group-ის ოფციის სახის დამატების შემთხვევაში.

3 წამყვანი 4X4 სისტემა

Jeep® Cherokee ხასიათდება 3 წამყვანი 4X4 სისტემით. Jeep® Active Drive II 4×4 სისტემა დაბალი დიაპაზონით საუკეთესოა კლდოვან ზედაპირზე სიარულისთვის და აქვს ნეიტრალური რეჟიმი უკანა ჩაბმისთვის. ცალკეულ სიჩქარეზე Jeep® Active Drive I 4×4 სისტემა მოჭიდების კონტროლით იდეალურია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ მართვის სიმარტივეს ნებისმიერი ამინდის პირობებში.

კლასში საუკეთესო უკანა ხიდის გამორთვის შესაძლებლობა რთავს 4×4 სისტემას მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში იმისათვის, რომ ეფექტურად მოხდეს საწვავის მოხმარება. Cherokee Trailhawk® სტანდარტულად აღჭურვილია Trail Rated® Jeep® Active Drive Lock 4×4 სისტემით რომელსაც აქვს 4-Low რეჟიმი და უკანა ჩამკეტი

SELEC-TERRAIN® ნებისმიერი ამინდისთვის

Jeep® Cherokee გთავაზობთ ლეგენდარული Jeep® – ის ყველა შესაძლებლობებს.  Trail Rated® Trailhawk® ვერსიისთვის დამახასიათებელია ნებისმიერ გზაზე, ნებისმიერ და ექსტრემალურ პირობებში სიარული. Selec-Terrain® მოჭიდების კონტროლი 5 რეჟიმით: ავტომატური, თოვლი, სპორტი, ქვიშა/ტალახი და კლდე/ქვა – საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ რეჟიმი მოძრაობის ზედაპირის და ამინდის მიხედვით, ან მარტივად დააყენოთ ავტომატურ რეჟიმზე.

TRAIL RATED® TRAILHAWK® აორმაგებს მოლოდინს

Cherokee Trailhawk® -ს აქვს სოლიდური და ძლიერი ვიზუალი, სტანდარტული ქვედა დამცავი მეტალი, 1 ინჩიანი დალიფტვა, ყველა სეზონისთვის განკუთვნილი საბურავები, ალუმინის დისკები, წინა და უკანა ჩასაბმელები. Trail Rated® ვერსია ყოველთვის მზადაა ნებისმიერ ამინდში თუ პირობებში სასიარულოდ.