ავტომობილი გთავაზობთ 70-ზე მეტ სტანდარტულ და დამატებით უსაფრთხოების შესაძლებლობებს. მათ შორის:
ზოგჯერ პარკირება საკმაოდ რთულია, თუმცა Jeep® Cherokee ფლობს პარკირების სისტემას, რომლის საშუალებითაც ხდება დაბრკოლებების ამოცნობა. ღილაკზე თითის დაჭერით აქტიურდება პარკირებისთვის დამხმარე სენსორები. ეს სისტემა მუშაობს ParkSense® – წინა და უკანა პარკირების დამხმარე სისტემასთან ერთად.
Jeep® Cherokee გთავაზობთ დაცვისა და უსაფრთხოების საშუალებას, რომელიც დაგეხმარებათ აკონტროლოთ სიტუაცია და მიიღოთ უკეთესი გადაწყვეტილებები.
ბევრი დამატებითი სისტემიდან მხოლოდ რამოდენიმე მოიცავს:
დისტანციური გაღების სისტემა საშუალებას გაძლევთ ჩაკეტოთ/გახსნათ ავტომობილი და საბარგული 15მ რადიუსიდან. გატაცების საწინააღმდეგო სისტემა შეუძლებელს ხდის ავტომობილის დაქოქვას ორიგინალი გასაღების გარეშე.
The ParkView® უკანა ხედვის კამერა გეხმარებათ თავდაჯერებულად დააპარკინგოთ ავტომობილი. მონიტორი აჩვენებს უკანა ხედს ზღვრული პარკირების ხაზებით. პარკირების დროს ეს სისტემა გეხმარებათ დაინახოთ უხილავი დაბრკოლებები.
Uconnect® სისტემის მეშვეობით შეგიძლიათ მარტივად დაუკავშირდეთ ნებისმიერ დამხმარე სერვისს