სრულიად ახალი Jeep® Compass – ის ექსტერიერის დიზაინი არის ემოციური და შთამბეჭდავი. იგი ახალ საფეხურს ქმნის Jeep®- ის ბრენდის დიზაინის მიმართულებით. ლეგენდარული 7 სლოტიანი გრილი რომელიც სახასიათო და სიმბოლურია ბრენდისთვის ავტომობილს ინოვაციურ და პერსონალურ ხასიათს სძენს.
ქრომის პაკეტი და დამუქებული შუშები Compass-ს გაცილებით თავდაჯერებულს ხდის, მისი აგრესიული იერი უმალვე ბალანსდება ბრენდის მარტივი იდენტიფიკატორებით. შესაძლებელია დამატებითი ოპციის სახით პრიალა შავი სახურავის შეკვეთა, რომელიც ავტომობილს უფრო სოლიდურ იერს სძენს.
ტრაპეციის ფორმის საბურავის თაღები და საბურავის დისკები აგრესიულ იერს სძენს ავტომობილის ვიზუალს. Jeep® Compass ისთვის შეგიძლიათ შეარჩიოთ დისკის ნებისმიერი სახეობა გამომდინარე თქვენი მოთხონებიდან
წინა LED დღის მაშუქები შავი კანტებით ავტომობილის პერსონალურობას უსვამს ხაზს. ფარები ავტომატურად აქტიურდება დაღამებისას.
წინა გრილი
ლეგენდარული 7 სლოტიანი გრილი, რომელიც Jeep® -ის სიმბოლურ ნიშას წარმოადგენს სძენს ახალ Jeep® Compass-ს ინოვაციურ ხასიათს.
ექსტერიერის სარკეები
დამატებითი ოპციის სახი შეგიძლიათ შეურჩიოთ ავტომობილს ძარის ფერის ექსტერიერის სარკეები ქრომირებული ჩანართებითა და ინტეგრირებული მოხვევის სიგნალებით. მზგავსი კონფიგურაცია ავტომობილის ექსტერიერს.
მაყუჩები
ქრომირებული მაყუჩები Jeep® Compass ექსტერიერის დიზაინის საბოლოო შტრიხებია.
ელეგანტური, დახვეწილი, მაღალი ხარისხის მასალები და Jeep® – ის ნიშური ელემენტები და Jeep® Compass -ის ახალი ფორმები შექმნილია თქვენი კომფორტისთვის. დაივიწყეთ ჩვეულებრივი ავტომობილის მართვით მიღებული გამოცდილება და მართეთ სრულიად ახალებურად. შეარჩიეთ ინტერიერის მასალა და ფერი თქვენი სურვილის შესაამისად.
SPORT ნაჭერი
შავი ინტერიერი ღია ფერის ნაკერებით
შავი ნაჭერი შესაძლებელია შეირჩეს 2 ტონიანი ფერის ნაკერით, რომელიც ინტერიერს უფრო სრულყოფილს ხდის.
LONGITUDE ნაჭერი
შავი ინტერიერი ღია ფერის ნაკერებით
შავი ნაჭერი შესაძლებელია შეირჩეს 2 ტონიანი ფერის ნაკერით, რომელიც ინტერიერს უფრო სრულყოფილს ხდის.
ღია ინტერიერი მუქი ფერის ნაკერებით
შავი ტექსტილის სავარძლები კარგად ეხამება ინტერიერის შავ ფერს
LIMITED ტყავი
შავი ინტერიერი ყავისფერი ნაკერებით
მაღალი ხარისხი და ოსტატურად შესრულებული ახალი Jeep® Compass Limited-ის თითოეული დეტალი. იგრძენით კომფორტი სავარძლის მაქსიმლური მორგებით. ავტომატური რეგულირება 8 მიმართულებით და 2 მეხსიერების რეჟიმი მძღოლისთვის.
რუხი ინტერიერი წითელი ნაკერებით
Jeep® Compass Limited ვერსიისთვის შესაძლებელია ოპციის სახით აირჩიოთ რუხი სავარძლები წითელი ნაკერებით. 8 მიმართულებით რეგულირებადი წინა თბოადი სავარძლები მაქსიმალურად კომფორტულად უზრუნველყოფს თქვენს გადაადგილებას.
TRAILHAWK® ტყავი
შავი ინტერიერი წითელი ნაკერებით
მაღალი ხარისხი და ოსტატურად შესრულებული ახალი Jeep® Compass Trailhawk®-ის თითოეული დეტალი. იგრძენით კომფორტი სავარძლის მაქსიმლური მორგებით. ავტომატური რეგულირება 8 მიმართულებით და 2 მეხსიერების რეჟიმი მძღოლისთვის.
სრულიად ახალი Jeep® Compass – ყველაფერი თქვენს ხელთაა! მარტივად ხელმისაწვდომი მართვის ღილაკები და მომხმარებელზე ორიენტირებული მენიუ. დამატებითი ოპციის სახით შესაძლებელია ორმაგპანელიანი პანორამული ლუქის შეკვეთა.
ღილაკზე დაჭერით შესაძლებელია საბარგულის კარის მართვა, უკანა კეცვადი სავარძლები კი საშუალებას მოგცემთ მეტი ფართი გამოიყენოთ.