სრულიად ახალი Jeep® Compass აღჭურვილია სტანდარტული უსაფრთხოების ოპციებით თუმცა დამატებით შეგიძლიათ შეარჩიოთ უსაფრთხოების განსხვავებული პაკეტი.
სტანდარტულ აღჭურვილობაში დისპლეიზე გამოდის ინფორმაცია ზოლში მოძრაობის შესახებ, ხაზის გადაკვეთის შემთხვევაში სისტემა სიგნალით გაფრთხილებთ და გაბრუნებთ მოძრაობის ზოლში.
სტანდარტული აღჭურვით Jeep® Compass – ი იძლევა გამაფრთხილებელ სიგნალს პოტენციური საფრთხის შესახებ, ინფორმაციას ავტომობილი იღებს სენსორის მეშვეობით და თუკი მძღოლს არ ექნება შესაბამისი რეაგირება მოახლოებულ საფრთხეზე სისტემა ავტომატურად გაააქტიურებს მუხრუჭებს.
გვერდითა სარკეებზე განლაგებული ილუმინირებული მანათობლები და მაფრთხილებელი სიგნალი საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ თქვენი უსაფრთხოება და გეხმარებათ თავიდან აირიდოთ მოახლოვებული საფრთზე. სისტემის შეკვეთა შესაძლებელია დამატებითი ოპციის სახით.
როდესაც სიჩქარეების კოლოფი გადართულია უკანა სვლაში, მონიტორზე გამოდის უკანა ხედვის კამერით მიღებული ინფორმაცია, რომელიც გეხმარებათ ნავიგაციაში.
პარკირების 4 სენსორი, ინტეგრირებული უკანა ნაწილში აფრთხილებს მძღოლს თუკი ზედმეტად უახლოვდება რაიმე ობიექტს.
გატყობინებთ ნორმაზე მეტად მოახლოვებული ავტომობილის შესახებ.
ახალი Compass – შეუდარებელია ნებისმიერი პირობებისთვის, მიიღეთ ნებისმიერი გამოწვევა და იგრძენით თავი უსაფრთხოდ!
უგასაღებო გაღება და ღილაკით დაქოქვა™
ღილაკით მარტივი დაოქოქვა და წინა სახელურის სენსორით ცენტრალური საკეტის გააქტიურება ახალი Compass – ის კომპლექტაციაში.
წინა მაშუქების ავტომატური რეგულირება
წინა მაშუქების ავტომატური რეგულირება აადვილებს ხილვადობას და ზრდის უსაფრთხოებას. ფარები ავტომატურად აქტიურდება საჭიროების შემთხვევაში.
ადაპტირებული კრუიზ კონტროლი
გეხმარებათ შეინარჩუნოთ დისტანცია ავტომობილებს შორის განსაზღვრულ პირობებში, სისტემა ავტომატურად ააქტიურებს მუხრუჭებს საჭიროების შემთხვევაში.