JEEP® GRAND CHEROKEE
ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი ყველგანმავალი
Jeep Grand Cherokee-ს აეროდინამიკური ფორმის დახვეწილი დიზაინი აერთიანებს პრემიუმ კლასის ხარისხს და Jeep-ის ტრადიციულ სტილს. ლეგენდარული ამერიკული SUV აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და კომფორტის სრული პაკეტით. Jeep Grand Cherokee-ს მასიურ გარეგნულ იერს კიდევ უფრო უნიკალურს ხდის მისი წინა ფარების დიზაინი, რომელიც საუკეთესო ხილვადობას ქმნის ნებისმიერ პირობებში.
წარმოიდგინეთ რომ მართავთ ყველაზე რთულ გზებზე მოსიარულე ავტომობილს კომფორტისა და სოლიდური სტატუსის დაურღვევლად. Jeep® Grand Cherokee-ს ინტერიერი ნატურალური ხის ჩანართებით და ეგზოტიკური ტყავით არის ფორმირებული.
8 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი სწრაფად ახდენს სიჩქარის ცვლილებას. სიჩქარეების გადართვა შესაძლებელია საჭიდან ან გადაცემათა კოლოფის ღერძის გამოყენებით. შეგიძლიათ ასევე შეარჩიოთ მართვის სასურველი რეჟიმი.
Jeep® ის მოჭიდების კონტროლის სისტემა მოიცავს სხვადასხვა ზედაპირზე მოძრაობის 5 რეჟიმს. ამავდროულად მოჭიდების კონტროლს ახორციელებს Quadra-Trac II® და Quadra-Drive® II 4WD სისტემები. დამატებით შესაძლებელია Quadra-Lift® დაკიდების სისტემის შეკვეთა.
3.0L ტურბოდიზელის 6 ცილინდრიანი მაღალტექნოლოგიური ძრავი უზრუნველყობს CO2 ემისიის დაბალ მაჩვენებელს. ძრავი ოპტიმალურად ახდენს საწვავის მოხმარებას. Jeep® Grand Cherokee – ს შეუძლია ჩაიბას 3,500 კგ-მდე მისაბმელი ტვირთი.
70 -მდე უსაფრთხოების საშუალება. Grand Cherokee -ს სტანდარტულ აღჭურვაში აქვს მძღოლის, მგზავრის და გვერდითა ფარდა უსაფრთოების ბალიშები. დაცულია წინა შეჯახების ზონა და კონსტრუირებულია ძარაში კარის ძელები.