Continue

JEEP® RENEGADE

JEEP® RENEGADE

RENEGADE SPORT

კომფორტი, სიმძლავრე, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები და განახლებული ვიზუალი. ახალ Jeep® Renegade Sport -ს აქვს ყველაფერი რასაც მოისურვებთ, დაწყებული პერსონალური ინსტრუმენტების პანელით დამთავრებული პრემიუმ კლასის სავარძლებით და Uconnect™ 5.0”  Bluetooth® დისტანციური კონტროლით. უსაფრთხოების დამატებითი სისტემები, როგორიც არის მოძრაობის ხაზის კვეთის მაფრთხილებელი, მოძრაობის დატვირთულობის ამომცნობი, ინტელიგენტური სიჩქარის ასისტანტი და კრუიზ კონტროლი არის ავტომობილის სტანდარტულ აღჭურვილობაში.

პერსონალური ინსტრუმენტების პანელი 3.5''

ახალი ინსტრუმენტების პანელი გაწვდით ინფორმაციას დროის, სიჩქარეთა გადართვის ინდიკატორის, გარე ტემპერატურის, თარიღის, სიჩქარის, მაფრთხილებელი მესიჯების, მოძრაობის ხაზის კვეთის და მოძრაობის დატვირთულობის შესახებ.

პრემიუმ ნაჭრის სავარძლები და წინა სავარძლის საიდაყვე

ისიამოვნეთ პრემიუმ ხარისხის სალონის კომფორტით

UConnectTM 5.0” სენსორული მონიტორი

Bluetooth® ის დახმარებით შეგიძლიათ მოუსმინოთ მუსიკას, შეამოწმოთ მესიჯები, განახორციელოთ ზარი საჭის ღილაკების საშუალებით.

საჭეზე განთავსებული მართვის ღილაკები

ახალი Jeep® Renegade გთავაზობს მოწინავე ტექნოლოგიებს, რაც გეხმარებათ აკონტროლოთ ყველაფერი და მართოთ ავტომობილი მარტივად.

RENEGADE LONGITUDE

იგრძენი თავისუფლება. მართე ახალი Jeep® Renegade Longitude და გახადე შენი მოგზაურობა სათავგადასავლო და კომფორტული. სანისლე ფარები, საბარგულის რელინგები, უკანა პარკირების სენსორი და უკანა რიგის USB პორტი ქმნის დამატებით კომფორტს.

16” ალუმინის დისკები

Renegade Longitude -ს გამორჩეულ იერს აძლევს 16” ალუმინის დისკები და M+S (ტალახი&თოვლი) საბურავები.

ტყავის საჭე

გახადეთ ინტერიერი უფრო დახვეწილი, მაღალი ხარისხის ტყავის მასალებით.

უგასაღებო გაღება

აღნიშნული სისტემის დახმარებით თქვენ შეძლებთ მოკლე დისტანციაზე ავტომობილის გაღებას გასაღების გამოუყენებლად. სისტემა ავტომატურად აღიქვამს გასაღებს და გაზლევთ საშუალებას გააღოთ ავტომობილის კარი,საბარგული და დაქოქოთ ავტომობილი ღილაკზე თითის დაჭერით.

Uconnect™ 8.4" სენსორული მონიტორი ნავიგაციით

ოპციის სახით შესაძლებლობა გაქვთ შეუკვეთოთ Uconnect™ 8.4’’ სენსორული ნავიგაციით,  Apple CarPlay®  ან Android AutoTM

RENEGADE LIMITED

ნუ დაუწესებთ საზღვრებს თქვენს თავგადასავლებს.ახალი Jeep® Renegade შექმნილია შეუდარებელი მართვისთვის. ისიამოვნეთ უნიკალური კომფორტით და აღჭურვეთ თქვენი ავტომობილი უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით, როგორიც არის წინა შეჯახების მაფრთხილებელი და წინა პარკირების სენსორი. პრემიუმ ხარისხის ტყავის სავარძლები,  UconnectTM 8.4” სენსორული მონიტორი, Apple CarPlay® , Android AutoTM და ორზონიანი კლიმატ კონტროლი გაგრძნობინებთ მაღალი ხარისხის კომფორტს.

19” ალუმინის დისკები

19” ალუმინის დისკები უქმნის გამორჩეულ იერს Jeep® Renegade-ს.

Beats აუდიო სისტემა

კარგი ჟღერადობის მოყვარულები ნამდვილად დააფასებენ BeatsAudio™ პრემიუმ საუნდ სისტემას, რომელიც გამოსცემს სუფთა  ხმას მაღალ დიაპაზონზე. BeatsAudio™ პრემიუმ საუნდ სისტემა მოიცავს 9 დინამიკს, რომელთაგან ორი 3.5″ დამონტაჟებულია ინსტრუმენტების პანელში, ერთი 1″ უკანა კარში, ოთხი 6×9″ წინა/უკანა კარში და ერთი 6.5″ subwoofer-ში.

7" ციფრული ინსტრუმენტების პანელი

7”ციფრული ინსტრუმენტების პანელი გიჩვენებს საჭირო ინფორმაციას: დროის, გარე ტემპერატურის, კომპასის, თარიღის, ავტომობილის სიჩქარის, გავლილი კილომეტრაჟისა და  საწვავის დონის შესახებ. მონიტორზე ასევე გამოდის ინფორმაცია მართვის რეჟიმის, შეჯახების მაფრთხილებლის, მოძრაობის ხაზის კვეთის, მოძრაობის დატვირთულობის და პარკირების შესახებ.

ახალი LED განათება

Limited და Trailhawk  ვერსიებისთვის შესაძლოა შეარჩიოთ LED განათების პაკეტი: წინა ფარები, სანისლე ფარები, უკანა ფარები და სტოპ ფარები. აღნიშნული პაკეტი ალამაზებს ავტომობილის ვიზუალს და ზოგავს დანახარჯებს. დიოდური ფარები ნაკლებ ენერგიას მოიხმარს ვიდრე ჰალოგენური და მეტადაც უსაფრთხოა ავტომობილისთვის, რადგან მნიშვნელოვნად ზრდის ხილვადობას. (+50% ტრადიციულ ნათებასთან შედარებით)

PARKVIEW® უკანა ხედვის კამერა

იყავით მეტად თავდაჯერებული ავტომობილის პარკირებისას. უკანა სვლის დროს ParkView უკანა ხედვის კამერის მეშვეობით მონიტორზე გამოდის უკანა ხედი გამოკვეთილი მოძრაობის ხაზებით. განსხვავებული ფერის მონიშვნები განსაზღვრავს დისტანციას ავტომობილიდან ობიექტამდე: წითელი (0 – 30 სმ); ყვითელი (30 სმ – 1მ); მწვანე (1მ და მეტი)

RENEGADE TRAILHAWK®

მიიღე ნებისმიერი გამოწვევა და იყავი თავდაჯერებული! TRAILHAWK® ვერსიას აქვს საუკეთესო პერფომანსი მოჭიდებაში, არტიკულაციაში, მანევრირებასა და დატბორილ გზებზე სიარულში. შეარჩიე ყველაზე რთული გზა და თამამად გამოცადე უგზოობის შესაძლებლობები.

Trail Rated® 4X4 შესაძლებლობები

Jeep® Renegade Trailhawk® ლეგენდარული Jeep® ბრენდის 4X4 სისტემის სახასიათო შესაძლებლობებით: მოჭიდება, კლირენსი, მანევრირება, არტიკულაცია და დატბორილ გზებზე სიარული.

SELEC-TERRAIN® სისტემა

9 სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისია

Jeep® Renegade არის პირველი კომპაქტური ყველგანმავალი 9 სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისიით. აღნიშნული სიჩქარეთა კოლოფი მართვისას მეტ კომფორტს განიჭებთ.

დაღმართზე სვლის კონტროლი

დაღმართზე სვლის კონტროლი გეხმარებათ დაშვებისას და უზრუნველყოფს უსაფრთხოებას ავტომობილის მართვისას.