Continue

ახალი ამბები

ახალი Jeep® Wrangler 2019 წლის საუკეთესო 4X4-ზე სისტემის მფლობელია! “4×4 de l’Année 2019”

27 May 2019

  • ფრანგულმა ჟურნალმა „4×4 2019 წლის საუკეთესო 4×4-ზე სისტემის ტიტული მიანიჭა ახალი თაობის Jeep Wrangler-ს.
  • ჟურნალის 34-ე გამოცემაში ნიშური Wrangler არის Jeep®-ის მეექვსე მოდელი რომელმაც დიდი აღიარება მოიპოვა.
  • Jeep Wrangler-ის ახალი მოდელი ხელმისაწვდომია ახალი 4 ცილინდრიანი 2.0 ბენზინის ძრავით და 8 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით.

ახალი თაობის Jeep® Wrangler (JL) დაჯილდოვდა 2019 წლის საუკეთესო 4×4 სისტემის ტიტულით.1985 წლიდან მოყოლებული ფრანგული ჟურნალი 4×4 მართავს ყოველწლიურ კონკურსს, რომლის გამარჯვებულთა ჩამონათვალში არიან Jeep-ის სხვადასხვა მოდელები: Cherokee XJ  (1986), Jeep Cherokee XJ 4.0 ბენზინის ძრავით (1989), Jeep Grand Cherokee ZJ (1994), Jeep Wrangler JK (2008) და Jeep Renegade (2015).

ახალი ჯილდოს მოპოვებით Jeep-ის ინჟინრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ Wrangler არის უკომპრომისო შესაძლებლობების მქონე საუკეთესო უგზოობის ავტომობილი დახვეწილი ახალი დიზაინით, მეტი ტექნოლოგიებით და მეტი კომფორტით.  ახალი Wrangler აღჭურვილია Command-Trac და Rock-Trac 4X4 სისტემებით, Tru-Lock ელექტრონული წინა და უკანა ხიდების ბლოკირებით, უგზოობის კუთხეების კლასში საუკეთესო მაჩვენებლებით (approach, departure and breakover angles), დამცავი მეტალის ფირფიტებით, ექსტრემალური Off-Road-ისთვის ყველა საჭირო ფუნქციით (sway-bar disconnect და სხვა)

ახალი Wrangler-ის ახალი 2.0ლ ბენზინის ძრავი გამოიმუშავებს 270ცძ-ს და აღჭურვილია 8 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით. აღნიშნული კოლოფი უზრუნველყოფს სიჩქარეების სწრაფ გადართვას, მართვის კომფორტს და საწვავის ეფექტურ მოხმარებას.

ახალი თაობის Jeep Wrangler-ის ფრანგული ჟურნალის მიერ მინიჭებული ჯილდო „2019 წლის საუკეთესო 4×4 სისტემა“ არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება განსაკუთრებით ევროპის ბაზრისთვის, სადაც Wrangler-ს ინგლისში უკვე მოპოვებული აქვს სხვადასხვა ტიტულები: „წლის Off-Road“ ინგლისის „4×4ჟურნალის მიხედვით, “წლის 4×4“ ,”ლეგენდარული ავტომობილი”,  სხვადასხვა ტიტულები პოლონეთის პორტალის www.moto.pl მიხედვით, კონკურსის “2018 ავტო პრემიერა” გამარჯვებული, „2018 წლის ავტო ლიდერი“ სხვადასხვა პოლონური ჟურნალების მიხედვით: „Motor და „Auto Moto, “საუკეთესო ავტომობილი ორი პერსონის დიდი მოგზაურობისთვის” წამყვანი პოლონური პორტალის Wirtualna Polska-ს მიხედვით და რუსულმა ჟურნალმა „საჭესთან“ 2018 წლის საუკეთესო ნიუსად დაასახელა Wrangler-ის წარდგენა SUV კატეგორიაში და მიანიჭა გრანპრი.

ტურინი, 22 მაისი 2019