გაგრძელება

ახალი ამბები

ბრენდი Jeep® დაჯილდოვდა წლის საუკეთესო უგზოობის მახასიათებლებისთვის OFF ROAD ჟურნალის გამოკითხვების მიხედვით

12 July 2019

  • Jeep® – ის 2019 წლის 3-მა მოდელმა მოიპოვა ძირითადი პრიზები. ჟურნალი OFF ROAD 2019 წლის გამოცემის მიხედვით Jeep® გახდა მკითხველთა რჩეული.
  • ტრიუმფატორი “Off-Road” კატეგორიაში არის Jeep Wrangler. მოდელი კატეგორიაში ლიდერობს უკვე ზედიზედ მეექვსე წელია.
  • რიგით მეხუთე წელია რაც Jeep Renegade დაასახელეს როგორც საუკეთესო “Sub-Compact SUV”
  • Jeep Grand Cherokee ყველაზე პოპულარული ლაშქარი off-road ავტომობილია იმპორტირებულ ბრენდებს შორის.
  • Jeep Wrangler-მა მოიპოვა მე-2-ე ადგილი “Newcomer” კატეგორიაში

გერმანული ჟურნალის SUV და 4×4 OFF ROAD  მკითხველთა არჩევანით გამოვლინდა წლის გამარჯვებული ბრენდი Jeep®.  სპეციალისტების პუბლიკაციაში მკითხველებმა შეარჩიეს მათი ფავორიტი SUV და 4×4 ავტომობილი 185 მოდელიდან, რომლებიც 13 კატეგორიაში იყვნენ წარმოდგენილები. Jeep®-ის ბრენდმა დაიკავა ორი პირველი ადგილი, ისევე როგორც ბოლო სამი წლის განმავლობაში.

ნიშური Jeep Wrangler გამარჯვებულია ‘Off-Roader’ A კატეგორიაში უკვე ზედიზედ მეექვსე წელია. მოდელმა მიიღო ხმების 31.9%.

 

Jeep Renegade დაასახელეს როგორც საუკეთესო “Sub-Compact SUV” C კატეგორიაში, ამ ტიტულს მოდელი ზედიზედ მე-5-ე წელია ინარჩუნებს. Renegade მკითხველთა #1 არჩევანია, მან ხმების 18.3% მიიღო, ეს განსაკუთრებით შთამბეჭდავი შედეგია, რადგან Renegade არის Jeep -ის პირველი მოდელი “Sub-Compact SUV“ კატეგორიაში, რომელიც წარდგა ბაზარზე 5 წლის წინ და ზედიზედ 5 წლის მანძილზე ინარჩუნებს გამარჯვებულის ტიტულს. მისი უშეცდომო დიზაინი და კლასში საუკეთესო 4×4 შესაძლებლობები კარგად შეაფასეს და დააფასეს OFF ROAD ჟურნალის მკითხველებმა.

Jeep Grand Cherokee არის ფლაგმანი, რომელმაც მოიპოვა გერმანიაში იმპორტირებულ ბრენდებს შორის მე-2-ე ადგილი ‘luxury Off-Roader’ B კატეგორიაში.

ახალმა Jeep Wrangler-მა მოიპოვა მე-2-ე ადგილი “Newcomer” კატეგორიაში.

OFF ROAD გერმანული ჟურნალის დაჯილდოება დაიწყო 1982 წელს. ჟურნალი არის 4×4 სპეციალისტების გამოცემა. ავტომოყვარულებს, მკითხველებს ეძლევათ შესაძლებლობა დაასახელონ თავიანთი ფავორიტი მოდელი. 2019 წლის OFF ROAD კონკურსის ნომინაციებში 38,500-ზე მეტმა მკითხველმა მიიღო მონაწილეობა ხმის მიცემაში.

 

ტურინი, 5 ივლისი 2019

გჭირდებათ დახმარება? მოგვწერეთ