გაგრძელება

ახალი ამბები

იუვენტუსი მოედანზე Jeep®-ის ახალ 4xe ვერსიებთან ერთად.

19 October 2020

Jeep® ის ბრენდის ახალი plug-in ჰიბრიდული ელექტრო ტექნოლოგიები ვიდეოში იუვენტუსის მოთამშეებთან ერთად გამოჩნდა

ახალ ვიდეოში გავლებულია პარალელები Jeep-ის უნიკალურ ბრენდსა და იუვენტუსის შესანიშნავ ფეხბურთელებს შორის. Jeep 4xe-ის ლოგო გამოსახულია მოთამაშეების შავ-თეთრ მაისურებზე.  სარეკლამო რგოლში კარგადაა ნაჩვენები Jeep-ის plug-in ჰიბრიდული ელექტრო ტექნოლოგიები, მაღალი გამავლობის შესაძლებლობები და ბუნებასთან სიახლოვე.

ორი თვის წინ, Jeep-მა და იუვენტუსმა რიგით მეცხრე გამარჯვება მოიპოვეს, რაც ხაზგასმით აღინიშნა Jeep -ის „Champions in Charge”-ის სარეკლამო კამპანიაში, რომელშიც წარმოდგენილი იყო Renegade- ის და Copmass-ის 4xe plug-in ჰიბრიდული ტექნოლოგიები. კამპანია ასახავს  Jeep- ის და იუვენტუსის გამარჯვების კომბინაციას, რომელიც დაიწყო 2012 წლიდან და დღესაც აგრძელებს საერთო მიზნებისთვის ახალი მწვერვალების დაპყრობას. დრო მოვიდა სპორტში ახალი სეზონის დასაწყებად, ხოლო ავტოინდუსტრიაში თანამედროვე ტექნოლოგიური ავტომობილების საწარმოებლად.

4xe: ელექტრიფიკაციის პერფორმანსი ყველა რელიეფზე

ელექტრიფიკაცია არის Jeep-ის განვითარების ფუნდამენტალური ასპექტი და წარმოადგენს ბრენდის დიდ პასუხისმგებლობას, რომ გახდეს ტექნოლოგიურად უფრო მდგრადი მისი ისტორიული ხასიათის შენარჩუნებით: „წადი სადაც გინდა, აკეთე რაც გსურს“. Plug-in ჰიბრიდული ტექნოლოგიით Jeep-ის 4xe მოდელები გვთავაზობენ საუკეთესო პერფორმანს, ამავე დროს, ისინი არიან იდეალური ავტომობილები ქალაქის პირობებისთვის.

„Bianconeri“-ს ანუ იგივე იუვენტუსის მოთამაშეებს ოქტომბრის ბოლოს დაგეგმილ მასშტაბურ საერთაშორისო შეჯიბრზე ეცმევათ 4xe ლოგოტიპით ბრენდირებული მაისურები.

4xe: მაღალი გამავლობის შესაძლებლობები და მწვანე ევოლუცია
ახალი ვიდეო პარალელებს ავლებს Jeep-ის ახალ 4xe ავტომობილებს და მოთამაშეების უნარებს შორის ისევე, როგორც ამ ბრენდის და გუნდის ღირებულებებია ერთმანეთთან დაკავშირებული. შთამბეჭდავია რონალდოს კადრები, სადაც მაქსიმალური სიჩქარე 35 კმ/სთ-ზე მეტია, ისევე როგორც სრულიად ელექტრო რეჟიმში ახალი Jeep 4xe-ს პერფორმანსი, რომელიც გადის სწორედ იმ მანძილს, რასაც ნახევარმცველი ფარავს 4 მატჩში.

გჭირდებათ დახმარება? მოგვწერეთ