ახალი ამბები

Camp Jeep® 2018 სრულიად ახალი Jeep Wrangler ხსნის ყველა რეკორდს.

27 July 2018

 Jeep® -ის მთავარი ღონისძიება, Jeep®  Owners Group (J.O.G.) გაიმართა ავსტრიაში გასულ უქმეებზე. ღონისძიება იყო განსაკუთრებულად შთამბეჭდავი. მონაწილეობას ღებულობდა ევროპის 1’200 მდე Jeep-ის მფლობელი და წარმოდგენილი იყო 600-მდე ავტომობილი, აღნიშნული ერთობა ხაზს უსვამს ძლიერ კავშირს ბრენდსა და მის ფანებს შორის.

რიგით მეხუთე  Camp Jeep® ღონისძიება ჩატარდა ავსტრიაში გასულ უქმეებზე, ღონისძიებამ მოხსნა ყოველგვარი რეკორდი დამსწრეებისა და ავტომობილების რაოდენობის თვალსაზრისით. 1’200-ზე მეტი ენთუზიასტი თავიანთი ოჯახებით, 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი: იტალიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ავსტრიიდან, ბელგიიდან, შვეიცარიიდან, ჰოლანდიიდან, პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან, უნგრეთიდან, ლიტვიდან რუმინეთიდან და სხვა მრავალი ქვეყნიდან შეიკრიბნენ იმისათვის რომ ერთად აღენიშნათ დამოკიდებულება და სიყვარული Jeep – ის ბრენდის მიმართ.

ღონისძიებამ ერთად შეკრიბა 600-ზე მეტი Jeep-ის მარკის ავტომობილი მაგრამ ღონისძიების ნამდვილი ვარსკვლავი იყო სრულიად ახალი Jeep Wrangler – ბოლო თაობის წარმომადგენელი.

Jeep-ის ფანებს შესაძლებლობა ქონდათ განეხორციელებინათ სატესტო სვლები შემდეგი მოდელებით: Jeep Renegade, Compass, Cherokee , Grand Cherokee  და რაღა თქმა უნდა ახალი Jeep Wrangler -ითაც. სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ შეეფასებინათ Grand Cherokee Trackhawk ვერსია, რომელიც არის ყველაზე მძლავრი და ყველაზე სწრაფი Jeep -ი  6.2 ლ  მოცულობის 8 ცილინდრიანი upercharged ძრავითა და 707 ცძ.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო Mopar® ის აქსესუარების კუთხე, სადაც ნახავდით უამრავ ახალ აქსესუარს თუ მოწყობილობას ავტომობილისთვის.  Mopar® -ის აქსესუარების საშუალებით თქვენი ავტომობილი ხდება განუმეორებელი, ინდივიდუალური და გამორჩეული.

ღონისძიება ჩატარდა სასიამოვნო ატმოსფეროში, გაუშვეს სადღესასწაულო საჰაერო ბუშტები. კვლავ აღინიშნა  Jeep- ისა და Harley-Davidson-ის პარტნიორობა, რომელთანაც Jeep -ი იზიარებს ხასიათს და თავისუფლებას, Harley-Davidson -თან მჭიდრო კავშირის დამსახურებით უამრავი „ბაიკერი“ დაესწრო ავსტრიის ღონისძიებას.

 უახლესი ინფორმაცია ჯიპის შესახებ