ახალი ამბები

Jeep® Grand Cherokee იტალიელ კარაბინიერთა რიცხვში

07 November 2018

Jeep® Grand Cherokee – მ მოირგო იტალიელი კარაბინიერის უნიფორმა და უერთდება ანტიტერორისტულ ჯგუფს.

19 ერთეული დიზელის ვერსია Jeep Grand Cherokee 4X4 აღჭურვილია 6 ცილინდრიანი 3.0 ძრავით და 190 ცძ-ით. ავტომობილს აქვს 8 სიჩქარიანი ავტომატური კოლოფი.

კარაბინიერების შეუჩერებელი Jeep Grand Cherokee არის ბრონირებული და აქვს დაცული საქარე მინა, გვერდითა მინები, საბურავები და ძარა. ავტომობილის დაკიდების სისტემის კომპონენტები მორგებულია კომფორტული მართვისთვის. შედეგად Jeep Grand Cherokee-ის ახალი ვერსია არის ტაქტიკური გადაწყვეტილება მაღალი დონის უსაფრთხოებისთვის და ნებისმიერი მისიის შესრულებისთვის.

Jeep Grand Cherokee -ის სპეც. ვერსია აღჭურვილია ლურჯი LED ციმციმით, ხოლო მისი კაბინა კი ბოლო თაობის ტექნოლოგიური სისტემებით, რაც გამოიყენება იტალიის ძალოვან სტრუქტურებში. მაგ: Odino არის სისტემა, რომელიც უკავშირდება იტალიური პოლიციის მონაცემთა ბაზას და მონაცემები გამოაქვს 7″ მონიტორზე.

19 ერთეულიდან პირველი ავტომობილი სულ რამდენიმე დღის წინ მიეწოდა კარაბინიერებს რომში. წლის ბოლოსთვის კი 19-ვე ერთეული სრული შემადგენლობით იმოძრავებენ იტალიის ქუჩებში. აღნიშნული პროექტი FCA ჯგუფსა და კარაბინიერებს შორის ისტორიული კავშირის მნიშვნელოვანი ხაზგასმაა, რაც II მსოფლიო ომის პერიოდიდან იწყება, როდესაც პატრულირებდნენ  Alfa Romeo-ს ბრენდის ავტომობილები. ახალი Grand Cherokee კი ამაყად შეუერთდა კარაბინიერების ნამდვილი Jeep-ების რიცხვს, რომელთა შემადგენლობაშიც Jeep Renegade და Wrangler უბადლო უგზოობის შესაძლებლობებს დემონსტრირებენ.

 უახლესი ინფორმაცია ჯიპის შესახებ