ახალი ამბები

Jeep® Wrangler-მა მოიგო “საჭესთან 2019 გრან პრი”

08 April 2019

ახალი თაობის ნიშური Wrangler დასახელდა პრემიუმ კლასის საუკეთესო კროსოვერად და საუკეთესო ყველგანმავლად უახლესი მოდელების SUV კატეგორიაში.

რუსული ცნობილი ავტოჟურნალის “საჭესთან” მკითხველებმა Jeep Wrangler დაასახელეს საუკეთესოდ პრემიუმ კროსოვერებისა და ყველგანმავლების კატეგორიაში. Wrangler-ს მიენიჭა გრან პრი და საუკეთესო ახალი ავტომობილის ტიტული. 53 ახალ ავტომობილში 12 კატეგორიაში Wrangler შეფასდა საუკეთესო ახალ ავტომობილად.

ხმის მიცემა კონკურსზე “საჭესთან 2019 გრან პრი” დაიწყო 2018 წლის 1 დეკემბრიდან და გაგრძელდა 2019 წლის 28 თებერვლამდე.

25’000-ზე მეტმა მკითხველმა, რომლებმაც მიიღო მონაწილეობა ხმის მიცემაში, დაასახელა Jeep Wrangler გამარჯვებულად. შეფასების კრიტერიუმებში მონაწილეობას ღებულობდნენ შემდეგი კომპონენტები: აღჭურვილობა, დიზაინი და პრაქტიკულობა.

ნიშური Wrangler -ის მრავალრიცხოვან საერთაშორისო ჯილდოებს დაემატა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება. ახალი მოდელის ევროპაში შესვლიდან სულ რაღაც 3 თვის მანძილზე მან მიიღი შემდეგი ჯილდოები:  ინგლისში ჟურნალ 4X4 ის შეფასებით მიენიჭა  წლის Off-Road ტიტული, პოლონურმა ავტო პორტალმა www.moto.pl დაასახელა წლის ავტო ლეგენდად, ასევე დასახელდა 2018 წლის ავტო პრემიერების ლიდერად პოლონური ჟურნალის “ავტო-მოტოს” მიხედვით და მოიპოვა საუკეთესო ავტომობილის ჯილდო “მოგზაურობა 2-ისთვის” პოლონური პორტალის  Wirtualna Polska-ს მიხედვით.

ტურინი, 2 აპრილი 2019

უახლესი ინფორმაცია Jeep-ის შესახებ