Continue

ახალი ამბები

Jeep® და Wanderlust 108 ევროპის უდიდესი ქალაქების პარკებში

17 September 2019

  • Mindful Triathlon უმასპინძლებს გახსნით ღონისძიებებს ფიტნესისა და ჯანსაღი ცხოვრების კონცეპციით.
  • 21 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე Jeep-ის ბრენდი იქნება Wanderlust-ის პარტნიორი და მიიღებს მონაწილეობას 7 ღონისძიებაში, რომლებიც გაიმართება ევროპის უდიდესი ქალაქების პარკებში, როგორიცაა – პარიზი, ფლორენცია, მილანი, ლისაბონი, ბარსელონა, მადრიდი და რომი.
  • ქალბატონები Jeep-ს საუკეთესო ბრენდად აღიარებენ. 20% Jeep-ის მომხმარებლებისა არიან ქალები, რომლებიც განსაზღვრავენ ამერიკული ბრენდის ღირებულებებს.
  • სრული პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ელ.მისამართზე https://wanderlust.com/108s/ ან Jeep-ის ოფიციალურ საიტებზე.

Jeep და Wanderlust 108, Mindful Triathlon-ის პარტნიორობა ეძღვნება ფიტნესისა და ჯანსაღი ცხოვრების კონცეფციას.

21 სექტემბერს ღონისძიების გახსნა გაიმართება პარიზში (Parc de Saint-Cloud), 22 სექტემბერს ფლორენციაში (Parco delle Cascine), მილანში (Parco City Life), ლისაბონში (Jardins da Fundação EDP) და 29 სექტემბერს ბარსელონაში (CEM Mar Bella). მადრიდში (Hipódromo de la Zarzuela) გახსნა დაგეგმილია 5 ოქტომბერს, ხოლო გრანდიოზული ფინალი, რომელიც  6 ოქტომბერს ჩატარდება გაიმართება ქალაქ რომში (Parco Centrale del Laghetto dell’Eur).

Jeep და Wanderlust გვიზიარებენ საერთო ფასეულობებს, როგორიცაა თავგადასავლების სიყვარული, დაბრკოლებისა და გამოწვევის გადალახვისკენ სწრაფვა. Jeep-ის ყველგანმავლები ყოველდღიურობაშიც გთავაზობთ ახალ ემოციებს, მისი თვითდაჯერებულობა აღვიძებს თავისუფლების შეგრძნებას.

ღონისძიების მსვლელობისას სტუმრებისთვის გაიმართება სხვადასხვა გასართობი პროგრამები: რბოლა, იოგა და მედიტაცია, ლექციები,  ექსპერტებთან სემინარები და ჯანსაღი ცხოვრებისთვის მიძღვნილი ღონისძიებები, როგორიცაა; აერო-იოგა, აკრო-იოგა და ჰოოპინგი. Jeep Lounge უმასპინძლებს სტუმრებს ფიტნესის უფასო გაკვეთილებზე სახელწოდებით Surfset Yoga. მოეწყობა Test-Drive  Jeep-ის ხუთ მოდელზე: Jeep Renegade, Jeep Compass, Jeep Cherokee, Jeep Wrangler და Jeep Grand Cherokee.

Jeep-ების Test-Drive-ს გახსნის ქალბატონების ორი ფავორიტი მოდელი: Renegade და Compass. ევროპაში Renegade Jeep-ის ყველაზე გაყიდვადი მოდელია, ახალმა ორმა ინოვაციამ: 1.3ლ. ტურბინიანი ძრავის დებიუტმა და ახალმა S სერიამ გამოიწვია საზოგადოების დიდი გაოცება. ყურადღების ცენტრში ასევე იქნება Jeep Compass, რომელიც აერთიანებს მართვის დინამიკას და უგზოობის შესაძლებლობებს.

Wanderlust 108-ის სრული პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ელ. მისამართზე: https://wanderlust.com/108s/ ან Jeep-ის სხვადასხვა სოციალურ ქსელში:

Facebook:  https://www.facebook.com/JeepOlllllllOpeople/
Instagram: https://www.instagram.com/jeepeurope/
Twitter: https://twitter.com/jeep_people