ბრენდი

ბრენდი

გმირების შთამომავალი

Jeep® -ის ბრენდი სამუდამოდ დაკავშირებულია თავისუფლებასთან და თავგადასავლებთან. Jeep® -ის თითოეულ ავტომობილს თავისი განასაკუთრებული ისტორია აქვს, მდიდარი გენეტიკით, რომელიც უკავშრდება Willys MA-ს.

ჩვენი ისტორია თქვენი ისტორიაა, Jeep® -ის მფლობელებმა კარგად იციან, რომ მოწოდება ‘წადი ყველგან, გააკეთე რაც გინდა’ (Go Anywhere, Do Anything®) არ არის მხოლოდ სლოგანი, ეს ცხოვრების წესია. გაიცანით ჩვენი ლეგენდარული მოდელები, Jeep®-ის 4×4 სისტემის შესაძლებლობები, ხოლო შემდეგ დაწერეთ თქვენი ისტორიის სცენარი Jeep®-თან ერთად.

1940-იანები

ბრძოლის ველზე დაბადებული Go-Anywhere, Do-Anything® Jeep 4×4 ათასობით ჯარისკაცის გმირია. 1940-იან წლებში Jeep® -ის ბრენდი მყარად დაფუძნდა როგორც საუკეთესო 4×4-ზე ტექნოლოგიებში.

1950-იანები

1950-იან წლებში აქტუალური გახდა ავტომობილის ინჟინერული უპირატესობები. Jeep® Jamborees შემოსვლამ და ავტომობილის თავისუფალმა სტილმა 7 გამორჩეული მოდელის წყალობით გაყიდვები ახალ სიმაღლეებზე გადააადგილა.

1960-იანები

The All-New Jeep® Wagoneer წარმოდგენილია შეუდარებელი ინოვაციებით. პრესტიჟი და ინდივიდუალურობა მისი მთავარი მამოძრავებელია. Jeep® -ის მოდელების ჩამონათვალი 14-მდე გაიზარდა. მათი დანიშნულება იყო სამუშაო, გასართობი, რეკრეაციული და მდიდრული ტრანსპორტირება.

1970-იანები

The Jeep® ბრენდის 4×4 სისტემებში ლიდერობა 70-იან წლებშიც გაგრძელდა პირველი სრულყოფილი 4×4 სისტემის დანერგვით. სპორტულმა 2 კარიანმა სრული ზომის Cherokee-მა(SJ) წლის 4WD ჯილდო მოიპოვა. Jeep-ის სამოდელო რანგმა ხელი შეუწყო გაყიდვების ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მიღწევას.

1980-იანები

The All-New Jeep® Cherokee-მ (XJ)  4×4 ბაზარზე რევოლუციური სიახლე შემოიტანა. ძლევამოსილმა XJ-მა ინდუსტრიის ლიდერობა ითავა ბევრი მიმართულებით: პირველი კომპაქტური 4-კარიანი SUV, პირველი უნიკალური ფორმის კონსტრუქცია, პირველი სრულყოფილი 4×4 სისტემა.

1990-იანები

უახლესი 1993 წლის Jeep® Grand Cherokee (ZJ) გახდა ლიდერი თავისი უნივერსალური შესაძლებლობებით. 1997 წელს ბაზარზე მოხდა სუპერ შესაძლებლობების მქონე Wrangler (TJ)-ის წარდგენა. 1999 წელს კი ახალი Grand Cherokee (WJ) გაიყიდა როგორც მაქსიმალური შესაძლებლობების მქონე SUV. გაყიდვების მაჩვენებელმა ათწლეულში 629,000 მიაღწია.

2000-იანები

2003 წელს Jeep® Wrangler Rubicon-მა მოიპოვა Jeep®-ის ყველაზე მეტი შესაძლებლობების მქონე მოდელის ტიტული. ახალმა, 4 კარიანმა Wrangler-მა სახელად “Unlimited” ინდუსტრია ელვისებური სისწრაფით დაიპყრო. Compass და Patriot კი თავის სეგმენტში საუკეთესოები იყვნენ.

2011 წელს ბაზარზე წარდგა Grand Cherokee განახლებული დიზაინით, რომელსაც 2013-ში კიდევ უფრო მეტი ახალი სტილის ელემენტები დაემატა 3.0L EcoDiesel™ ძრავთან ერთად. ხოლო 2014 წლის ახალმა Cherokee-მ ჩაანაცვლა Liberty საშუალო ზომის სეგმენტში.

უახლესი ინფორმაცია Jeep-ის შესახებ