გაგრძელება

ახალი ამბები

Jeep® – ის ბრენდი აანონსებს ევროპის ბაზრისთვის ახალი Grand Cherokee 4xe მოდელის დებიუტს

12 July 2022

  • ახალი Jeep®Grand Cherokee შედის ევროპის ბაზარზე. ექსკლუზიური 4xe plug-in hybrid ტექნოლოგია გაცილებით ეფექტურია როგორც ნაკლები გამონაბოლქვის, ასევე საწვავის მოხმარების კუთხით, მოდელები ტრადიციულად აღჭურვილია ჭკვიანი 4X4 სისტემით.
  • პირველ სერიულ Grand Cherokee plug-in hybrid ვერსიას აქვს 380 ცძ (637 ნმ/ ბრუნით) და ელექტრო რეჟიმით 51 კმ-მდე დაფარვის დიაპაზონი ქალაქის პირობებში, ავტომობილს აქვს მართვის 3 ვარიაცია:  ჰიბრიდი, ელექტრო და e-save.  Jeepის სამოდელო რიგში არსებულ ყველა მოდელს დაემატა ელექტრო ვერსიაც.
  • მეხუთე თაობის ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი SUV სრულიად ახლებურად გამოიყურება, განახლებულია ექსტერიერი და ინტერიერი, ავტომობილი აღჭურვილია 10” ციფრული მონიტორით და ბოლო თაობის მულტიმედია Uconnect 5 სისტემით.
  • კომფორტი და უგზოობის უნიკალური შესაძლებლობები – ახალი სტანდარტია სრული ზომის ახალი უგზოობის ავტომობილისთვის.
  • ექსკლუზიური პირველი სერია, პირველი მოდელი დაკომპლექტებულია ოპციების სრული პაკეტით, წინა პლანზეა წამოწეული მაქსიმალური კომფორტი და უსაფრთხოება.
  • დეტალური ინფორმაციისთვის მომხმარებლებს შეუძლიათ ადგილობრივ დილერს მიმართონ და განათავსონ წინა საშეკვეთო ჯავშნები ექსკლუზიური პირველი სერიის მოდელზე – ახალ Jeep Grand Cherokee-ზე.

 

4xe plug-in hybrid ტექნოლოგია

ახალი მოდელი – Jeep Grand Cherokee 4xe – მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ბრენდის ევოლუციის თვალსაზრისით, 4xe plug-in hybrid ტექნოლოგია წარმოადგენს ტურბო ბენზინისა და ელექტრო ძრავის კომბინაციას ნულოვანი ემისიით მართვის შესაძლებლობით.

დახვეწილი და ტექნოლოგიური ახალი  Grand Cherokee ლეგენდარული 4×4 პერფორმანსით.

მეხუთე თაობის Jeep Grand Cherokee – არის SUV კატეგორიის ავტომობილი, რომელსაც მიღებული აქვს ყველაზე მეტი ჯილდო მსოფლიოში. Jeep – როგორც უგზოობის თვალსაზრისით წამყვანი ბრენდი, აგრძელებს განვითარებას „ნულოვანი ემისიის თავისუფლების“ ფარგლებში. ახალი მოდელი ხასიათდება საუკეთესო უგზოობის პარამეტრებით და 4X4 შესაძლებლობებით.

Jeep® Grand Cherokee 4xe ექსკლუზიური პირველი სერია,  ფლაგმანი რომელმაც ახალი სტანდარტი შექმნა SUV სეგმენტში.

ახალი Jeep Grand Cherokee 4xe-ს პირველი სერიული ვერსია სრულადაა აღჭურვილი მაქსიმალური კომპლექტაციით, ამ მოდელისთვის სპეციალურად შეიქმნა მსუბუქი ალუმინის 21’’ დისკები, მისი შავი მარგალიტისებური ფერის ჭერი კონტრასტულად გამოიყოფა ავტომობილის ძარისგან და უერთდება უკანა სპოილერს. ექსტერიერის ფერებიდან ხელმისაწვდომია შავი, თეთრი, ბორდოსფერი და რუხი. ყველა ფერს ესადაგება შავი პანორამული ლუქი და პლატინისფერი ქრომირებული კონტურები.

ნატიფად გამოყვანილი ფორმები, დახვეწილი და ფუნქციონალური ინტერიერი კაკლის ხით და პალერმოს ტყავით არის გაწყობილი. მძღოლის და მგზავრის სავარძლები რეგულირდება ელექტრონულად 16 მიმართულებით, სავარძლებს აქვს წელის არის რეგულაცია, მეხსიერების და ასევე ზურგის მასაჟის ფუნქციაც.  წინა და უკანა სავარძლები არის თბობადი და ვენტილირებადი. ოთხზონიანი კლიმატ კონტროლი თითოეულ მგზავრს მიანიჭებს კომფორტს, კომპლექტაციაშია ახალი ცენტრალური კონსოლი, უსადენო დამტენი და 10’’ ციფრული მონიტორი (როგორც საინფორმაციო ისე სენსორული დისპლეი). Jeep® Grand Cherokee 4xe ასევე გთავაზობთ 950 ვატიან მაკინტოშის საუნდ სისტემას 19 დინამიკით, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, ეს სისტემა იგივე ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული, რაც McIntosh home – სისტემები. დინამიკები საოცარი ხარისხით გამოსცემენ ხმის ჟღერადობას. იმისათვის, რომ ინტერიერის გარემო თქვენს გემოვნებას სრულფასოვნად მოარგოთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ინტერიერის რეგულირებადი LED განათების სრული კომპლექტი დღის/ღამის პარამეტრებით და ხუთი ფერის არჩევის შესაძლებლობით.

ახალი Grand Cherokee ასევე სხვა მახასიათებლებითაც გამორჩეულია, მის პირველ სერიულ მოდელს სტანდარტულ აღჭურვაში აქვს მძღოლის დამხმარე სისტემები, ახალი 10’’ ფერადი მონიტორი, ასევე დამატებითი მონიტორი მგზავრისთვის, გასართობი სისტემები და ციფრული უკანა ხედვის სარკე. ავტომობილს აქვს დიოდური full-LED წინა მაშუქები და პარალელური/პერპენდიკულარული პარკირების ასისტენტი, რომელიც გაცილებით აადვილებს პარკირების მანევრს. სტანდარტულ კომპლექტაციაშია ღამის ხედვის კამერა და წინა შეჯახების დეტექტორი.

 

მობილური კავშირი თქვენს სმარტფონთან  

Uconnect™ 5 – ბოლო თაობის მულტიმედიის სისტემა 10’’ ციფრული მონიტორით და დახვეწილი გრაფიკით ზუსტად ესადაგება მომხმარებელთა მოთხოვნებს. აპლიკაციის მეშვეობით შეგიძლიათ მარტივად აკონტროლოთ ავტომობილის და მართვის სტილის სტატუსი.

 

Jeep® 

80 წლიანი გამოცდილებით ნამდვილი SUV-ს მწარმოებელი ბრენდი  ქმნის ავტომობილებს ახალი თავგადასავლებისთვის და გამოწვევებისთვის. Jeep-ის სამოდელო რიგში წარმოდგენილია შემდეგი მოდელები: Renegade, Renegade 4xe, Renegade e-Hybrid; Compass, Compass 4xe, Compass e-Hybrid; Wrangler, Wrangler 4xe და Gladiator.

გჭირდებათ დახმარება? მოგვწერეთ