გაგრძელება

JEEP® WRANGLER

JEEP® WRANGLER

ყველაზე უსაფრთხო თავგადასავალი

ახალი Jeep® Wrangler აღჭურვილია აქტიური და პასიური უსაფრთხოებისა და დაცვის სისტემებით იმისათვის, რომ ნებისმიერ პირობებში მოგზაურობისას იყოთ მაქსიმალურად თავდაჯერებულიები.

65-ზე მეტი უსაფრთხოების მახასიათებელი

Jeep® Wrangler-ის აქტიური უსაფრთხოების სისტემები გეხმარებათ ამოიცნოთ მოსალოდნელი საფრთხეები და იმგზავროთ მაქსიმალურად უსაფრთხოთ: ბრმა წერტილების მონიტორინგი, უკანა ხედვის კამერა, წინა და უკანა პარკირების სენსორები, ელექტრონული სტაბილურიბის კონტროლი, მუხრუჭების ანტიბლოკირების სისტემა (ABS), მუხრუჭების ასისტანტი, ოთხი სტანდარტული უსაფრთხოების ბალიში, ჩარჩო კონსტრუქცია და კიდევ უამრავი სხვა.

მანევრირება

ელექტრონული სტაბილურობის კონტროლი შექმნილია ავტომობილის უკეთ კონტროლისთვის, მოცურების საწინააღმდეგოდ, Electronic Roll Mitigation გეხმარებათ მკვეთრ მოხვევებში იყოთ მეტად დაცულები და თავიდან აიცოლოთ გადაყირავების საფრთხე. სისტემაბ აბალანსებს თვლებისა და მუხრუჭების მოქმედებას.

მუხრუჭების სიმძლავრე

Jeep® Wrangler გთავაზობთ მოჭიდებას ნებისმიერ სიჩქარეზე. მაქსიმალურად იზრდება მოჭიდება 4LO რეჟიმით უგზოობის პირობებში მოძრაობისას, მუხრუჭების დამხმარე სისტემა და ABS ეხმარება ავტომობილს აკონტროლოს და შეამციროს გაჩერების დისტანცია მშრალ თუ სველ ზედაპირზე.

Trailer Sway კონტროლი

Trailer Sway კონტროლი, ელექტრონული სტაბილურობის კონტროლის ნაწილი გეხმარებათ მაქსიმალურად დაიცვათ ჰორიზონტალური პიზიცია.

დაცული პარკირება

პარკირების დამხმარე სისტემები მაქსიმალურად უსაფრთხოს და მარტივს ხდის პარკირების პროცესს.

PARKVIEW® უკანა ხედვის კამერა

PARKVIEW® უკანა ხედვის კამერა Uconnect® სენსორულ მონიტორზე გიჩვენებთ უკანა ხედს, დინამიური დაყოფის ხაზებით გამოყოფილია საპარკინგე ადგილი, რაც გეხმარებათ პარკირებაში.

უკანა ხაზის კვეთის დეტექტორი და უკანა პარკირების სენსორი

უკანა ხაზის კვეთის დეტექტორი გეხმარებათ განსაზღვროთ საპარკინგე სივრცე, უკანა სვლით მოძრაობისას სენსორები ასკანერებენ პერიმეტრს და გატყობინებთ ექსტერიერის სარკეებზე განლაგებული მანიშნებლების ანთებით საფრთხის შესახებ. სენსორები განლაგებულია უკანა ბამპერზე და როდესაც საფრთხეს მიუახლოვდებით ხმოვანი სიგნალით და სარკეების მანიშნებლით შეგატყობინებთ ამის შესახებ.

ბრმა წერტილების მონიტორინგი

აკონტროლე დისტანცია შენსა და სხვა ავტომობილებს შორის. ბრმა წერტილების მონიტორინგი გეხმარებათ იმოძროთ უსაფრთხო დისტანციით. თუკი ზომაზე მეტად მოგიახლოვდებათ გვერდიდან ან უკნიდან ავტომობილი თქვენ სისტემა ამის შესახებ გამცნობთ გვერდითა სარკეებზე სპეციალური მანიშნებლების ანთებით და ხმოვანი სიგნალით

ძალა და სიმძლავრე

მყარი ჩარჩო ფორმირებულია თქვენი მაქსიმალური დაცულობისთვის. ავტომობილის ქვედა ნაწილები და საწვავის ავზი დაცულია დამცავი ფირფიტებით უგზოობის პირობებში უსაფრთხო მოძრაობისთვის.

იმოძრავეთ სიჩქარის დაურღვევლად

სიჩქარის შეზღუდვის სისტემა და კრუიზ კონტროლი სინქრონულად გეხმარებათ დარჩეთ დასაშვები სიჩქარით მოძრაობის ფარგლებში

პასიური გაღება / უგასაღებო დაქოქვა

სისტემას შეუძლია ამოიცნოს ელექტრონული გასაღები და გასაღებიდან ღილაკზე თითის დაჭერის გარეშე გააღოთ კარი და საბარგული

მართე მომავალი

ახალ Wrangler-ში უფრო მეტ ტექნოლოგიებს შეხვდებით ვიდრე ოდესმე. ბოლო თაობის Wrangler აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით. გაიცანი მე-4-ე თაობის Uconnect სისტემა რომელიც თავსებადია თქვენი Apple ან Android სმარტფონებისთვის, ახალი მრავალფუნქციური 7.0'' და 8.4'' სენსორული მონიტორი და ბევრი სხვა ტექნიკური კომპონენტით Wrangler - ის მართვა გაცილებით კომფორტულია.

UCONNECT™ სისტემა

ბოლო თაობის Uconnect™ სისტემა მარტივად გაკავშირებთ დანარჩენ მსოფლიოსთან

უკეთესი კავშირი

მე-4-ე თაობის Uconnect™ სისტემა აღჭურვილი DAB+ Radio, სმარტფონის კავშირის, “Drag’n’Drop” და “pinch-to-zoom” ფუნქციებით და განახლებული სნესორული მონიტორი უფრო მაღალი რეზოლუციით და მეტი სიმკვეთრით.

APPLE CARPLAY® მხარდაჭერა

Apple CarPlay® ინტეგრირებული სისტემა თქვენი iPhone® -ისთვის. გამოიყენეთ UconnectTM მონიტორთან კავშირი იმისათვის, რომ განახორციელოთ სატელეფონო ზარები, მოისმინოთ მუსიკა, გააგზავნოთ და მიიღოთ მესიჯები ან ნახოთ რუქაზე თქვენი ადგილმდებარეობა, თქვენს ირგვლივ გზების დატვირთულობა და განსაზღვროთ ოპტიმალური მარშრუტი.

ANDROID AUTO™

Android Auto™ინტეგრირებული სისტემა თქვენი Android™ მობილური ტელეფონისთვის. გამოიყენეთ Uconnect™ სისტემა მარტივი ნავიგაციისთვის, მუსიკის მოსასმენად, ხმოვანი ბრძანებების ფუნქცია ზარების განსახორციელებლად ისე, რომ თქვენი ყურადღება დარჩეს ორიენტირებული მხოლოდ სამოძრაო გზაზე.

PARKVIEW® უკანა ხედვის კამერა

გაცილებით მარტივია უკანა სვლით ნებისმიერი მანევრის განხორციელება უკანა ხედვის კამერის დახმარებით. ParkView® სისტემას ფერად სენსორულ მონიტორზე გამოაქვს უკანა ხედის ვიზუალი მონიშნული დამყოფი სამოძრაო ხაზებით, რაც ამარტივებს უკუსვლით მოძრაობას ან პარკირებას.

პერსონალური ინფორმაციული პანელი

Sahara და Rubicon ვერსიებს კონფიგურაციაში აქვთ 7'' ციფრული ინფორმაციული პანელი, სადაც შეგიძლიათ გადააწყოთ მახასიათებლები თქვენი სურვილის მიხედვით. ფერად პანელში ინტეგრირებულია ნავიგაცია, მედია ინფორმაცია, როგორიცაა მუსიკის დასახელება, მომღერლის დასახელება, რადიო ტალღა, მონიტორზე ასევე გამოდის ინფორმაცია უგზოობის მახასიათებლებზე, რაც მღოლს უმარტივებს ავტომობილის მართვის პროცესს.

დაარღვიე ხმის ბარიერი

Alpine® პრემიუმ აუდიო სისტემა სტანდარტულ აღჭურვაშია Sahara და Rubicon ვერსიებისთვის 552-ვატიანი 12-არხიანიl amplifier, 8 დინამიკით და უკან განთავსებული subwoofer-ით. დაცული აკუსტიკა ახშობს გარედან შემომავალ ხმაურს იმისათვის, რომ მიიღოთ მაქსიმალური სიამოვნება სასიამოვნო მუსიკის ჟღერადობით.

გჭირდებათ დახმარება? მოგვწერეთ